Numbuzin No.9 NAD+ BIO Lifting-sil Full Face Mask ნამბუზინი №9 NAD+ BIO ლიფტინგ-სილ სრული სახის ნიღაბი 4ცალი

58.00 ₾

6 საწყობშია

Numbuzin No.9 NAD+ BIO Lifting-sil Full Face Mask არის სპეციალური ლიფტინგისა და გამამკვრივებელი ეფექტის მქონე სახის ნიღაბი, რომელიც შექმნილია კანის ელასტიურობის, სიმკვრივისა და სახის კონტურის ვიზუალური გაუმჯობესებისთვის.

ნიღაბი შედგება ზედა და ქვედა ნაწილისგან და მოყვება სპეციალური ლიფტინგ-ბენდი, რომელიც ნიღაბს ნიკაპის ქვეშ აფიქსირებს და სახის ქვედა ნაწილზე უფრო მჭიდრო, კონტურული ეფექტის შექმნას ეხმარება. ფორმულაში გამოყენებულია NAD+, 50 ტიპის პეპტიდების კომპლექსი, ჰიდროლიზებული კოლაგენი, ნიაცინამიდი და ადენოზინი, რომლებიც ხელს უწყობს კანის დატენიანებას, ელასტიურობასა და უფრო გლუვი და მკვრივი იერის მიღებას. 

რეგულარული გამოყენებისას ნიღაბი განკუთვნილია წვრილი ხაზების, კანის მოდუნების, ელასტიურობის დაკარგვის, გაფართოებული ფორებისა და არათანაბარი ტექსტურის ვიზუალური გაუმჯობესებისთვის. გამოყენების შემდეგ კანი გამოიყურება უფრო გლუვი, დატენიანებული, მოცულობითი და ბზინვარე. 

როგორი კანისთვისაა?

✔️ ყველა ტიპის კანისთვის
✔️ მოდუნებული და ნაკლებად ელასტიური კანისთვის
✔️ წვრილი ხაზებისა და ნაოჭების მქონე კანისთვის
✔️ სიმკვრივის დაკარგვის შემთხვევაში
✔️ მშრალი და დეჰიდრატირებული კანისთვის
✔️ დაღლილი და უსიცოცხლო კანისთვის

რეკომენდაცია

განსაკუთრებით რეკომენდებულია მათთვის, ვისაც სურს სახის უფრო გამოკვეთილი კონტური, კანის სიმკვრივისა და ელასტიურობის გაუმჯობესება და ინტენსიური დატენიანება. შესანიშნავი არჩევანია მნიშვნელოვანი ღონისძიების წინ, როდესაც კანს უფრო გლუვი და მოვლილი იერი სჭირდება.

გამოყენების წესი

  1. დაიბანეთ და გაიწმინდეთ სახე.
  2. გაიკეთეთ ზედა ნაწილის ნიღაბი თვალებისა და სახის კონტურის შესაბამისად.
  3. ქვედა ნაწილი მოათავსეთ ნიკაპზე და ორივე ბოლო ყურებზე გადაიტანეთ.
  4. ლიფტინგ-ბენდი მოათავსეთ ნიკაპის ქვეშ და ორივე მხარე თავის ზემოთ დააფიქსირეთ.
  5. გაიჩერეთ მინიმუმ 20 წუთი. 

მწარმოებელი ქვეყანა: 🇰🇷 სამხრეთ კორეა 

კომპლექტაცია: 4 ცალი ნიღაბი + ლიფტინგ-ბენდი.