L’Oréal Professionnel Metal Detox – Meteora თმის მოვლის ნაკრები

L’Oréal Professionnel Metal Detox პროფესიონალური მოვლის ხაზია, რომელიც შექმნილია თმაში მეტალების დაგროვებით გამოწვეული დაზიანებისგან დასაცავად. ხელს უწყობს თმის გაძლიერებას, მტვრევადობის შემცირებას და შეღებილი თმის ფერის შენარჩუნებას.

Metal Detox-ის ეს ნაკრები იდეალურია განსაკუთრებით შეღებილი, გაუფერულებული და ქიმიურად დამუშავებული თმისთვის. მისი ფორმულა შექმნილია იმისთვის, რომ თმის ბოჭკო დაიცვას წყალში არსებული მეტალის ნაწილაკებისგან, რომლებიც შეიძლება დაგროვდეს თმაში და ხელი შეუწყოს მის დაზიანებასა და მტვრევადობას.

Glicoamine-ისა და Ionene-ის ტექნოლოგიით შამპუნი და პროფესიონალური ნიღაბი ხელს უწყობს თმის ბოჭკოს გაწმენდასა და დაცვას. გამოყენების შემდეგ თმა ხდება უფრო რბილი, გლუვი, მბზინავი და მოქნილი, ხოლო შეღებილი თმის ფერი უფრო ლამაზად და ინტენსიურად გამოიყურება.

ნაკრები განსაკუთრებით კარგი არჩევანია მათთვის, ვინც ხშირად იღებავს ან იფერადებს თმას და სურს, რომ თმა ქიმიური პროცედურების მიუხედავად უფრო ჯანსაღად გამოიყურებოდეს.

რეკომენდებულია

✔️ შეღებილი თმისთვის

✔️ გაუფერულებული და მელირებული თმისთვის

✔️ მტვრევადი და დასუსტებული თმისთვის

✔️ ქიმიურად დამუშავებული თმისთვის

✔️ მშრალი და უხეში თმისთვის

✔️ თმის ფერის ხანგრძლივად შესანარჩუნებლად

გამოყენების რჩევა

შამპუნი: დაიტანეთ სველ თმაზე, ნაზად დაიმასაჟეთ და კარგად ჩამოიბანეთ. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ.

ნიღაბი: შამპუნის შემდეგ გადაანაწილეთ თმის სიგრძესა და ბოლოებზე, გაიჩერეთ რამდენიმე წუთი და ჩამოიბანეთ.

მწარმოებელი ქვეყანა: 🇫🇷 საფრანგეთი

ბრენდი: L’Oréal Professionnel

ხაზი: Metal Detox

კატეგორია: პროფესიონალური მოვლა შეღებილი და დაზიანებული თმისთვის