COSRX Advanced Snail 92 All In One Cream — კოსრქს Advanced Snail 92 All In One კრემი

ინტენსიურად დამატენიანებელი და აღმდგენი კრემი 92% ლოკოკინის მუცინით, რომელიც არბილებს, ატენიანებს და ხელს უწყობს კანის ბარიერისა და გლუვი ტექსტურის გაუმჯობესებას. იდეალურია მშრალი, დეჰიდრატირებული, მგრძნობიარე და გაღიზიანებული კანისთვის.

🇰🇷 ორიგინალი კორეული პროდუქტი — Made in Korea.

55.00 ₾

6 საწყობშია

COSRX Advanced Snail 92 All In One Cream არის ინტენსიურად დამატენიანებელი და აღმდგენი სახის კრემი, რომელიც შეიცავს 92% ლოკოკინის სეკრეციის ფილტრატს (Snail Mucin). კრემი ხელს უწყობს კანის დატენიანებას, დარბილებასა და კანის დამცავი ბარიერის მხარდაჭერას.

ლოკოკინის მუცინი ეხმარება კანს უფრო გლუვი და ელასტიური იერის მიღებაში და განსაკუთრებით სასარგებლოა მშრალი, დეჰიდრატირებული, მგრძნობიარე და დაზიანებული ბარიერის მქონე კანისთვის.

როგორი კანისთვისაა?

იდეალურია:

  • მშრალი და ძალიან მშრალი კანისთვის
  • დეჰიდრატირებული კანისთვის
  • მგრძნობიარე და გაღიზიანებული კანისთვის
  • დასუსტებული კანის ბარიერისთვის
  • პოსტ-აკნეს კვალისა და არათანაბარი ტექსტურისთვის
  • უსიცოცხლო და დაღლილი კანისთვის
  • ყველა ტიპის კანისთვის

როგორ გამოიყენო?

გაწმენდისა და ტონერის/ესენსის შემდეგ დაიტანე კრემის შესაბამისი რაოდენობა სახესა და კისერზე. ნაზად შეიზილე ან შეიტყაპუნე, სანამ შეიწოვება.

გამოიყენე დილით და საღამოს.

რჩევა 💧

ძალიან მშრალი კანის შემთხვევაში საღამოს შეგიძლია გამოიყენო ოდნავ უფრო სქელი ფენით. დილით გამოყენებისას რუტინის ბოლო ეტაპზე აუცილებლად გამოიყენე SPF.

მოცულობა: 100 გ

🇰🇷 ორიგინალი კორეული პროდუქტი — Made in Korea.